რეზონანსი
19.08.2020

მცხეთაში, არაგვის ხიდთან გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულის ადვოკატების მიერ საგამოძიები ექსპერიმენტი ჩატარდა.

დაკავებული არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ პროკურატურის ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება, რაც მათი ექსპერიმენტით დადასტურდა.

"ჩვენ ჩავატარეთ 6 საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექვსივე ექსპერიმენტში დადგინდა, რომ პროკურატურის ვერსია პირის ბრალდების დადგენილებაში არის სიცრუე. მე-6 ექსპერიმენტი, რომელიც უნდა ჩაგვეტარებინა, ფაქტიურად, შეუძლებელი იყო და ვერ ჩატარდა, რადგან მონაწილე პირების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა", - ამბობს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×