რეზონანსი
19.08.2020

ბათუმში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილი ქუჩების გზაჯვარედინზე არსებული სავალუტო ჯიხურის მესაკუთრეს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 9 საათზე მოხდა.

როგორც დაზარალებული მამაკაცი "ბათუმელებთან" ამბობს, მას თავს დაესხა კაცი, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა. თავში ჩაარტყეს აგური ან რკინის საგანი.

კაცს დაზიანებები აქვს სახის არეში, ხოლო სისხლის კვალი თავის არეში.

თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოახერხა.

ადგილზე იმყოფება პოლიცია.გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×