რეზონანსი
19.08.2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში პნევმატური იარაღიდან გასროლით 9 წლის მოზარდი დაშავდა. არასრულწლოვანი მუცლის არეში მიყენებული დაზიანებით რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, მას უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მომხდარის შესახებ დაშავებული მოზარდის ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ მოზარდები იარაღით თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა შემთხვევით გაისროლა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×