რეზონანსი
19.08.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატის, თეიმურაზ მაისურაძის განცხადებით, გუშინ მცხეთაში, არაგვის ხიდთან ჩატარებულმა პირველმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ მოწმის იაკობ ბრეგვაძის ჩვენებები სიმართლეს არ შეესაბამება.

"ხილვადობის არარსებობის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია, იქ არაფერი არ ჩანს არაგვის ხიდის ქვეშ. შაქარაშვილი თუ იქ ჩავიდა, ის აუცილებლად დაგორდებოდა და მთლიანად დაიდღლიზებოდა, პერანგი, ხელებიც განსაკუთრებით, თავიც და სხვა ნაწილებიც, რასაც არცერთი ექსპერტიზა არ ადასტურებს.

შაქარაშვილი მდინარის პირას ვერ მივიდოდა. პრაქტიკულად წყალში უნდა შეხვიდე, რომ ჩანთა დადო ჯებირზე. გამოდის, რომ შაქარაშვილი წყალში შევიდა და ჯებირზე, მაღლა დადო ჩანთა?!" - აღნიშნა ჩიქოვანის ადვოკატმა თემურ მაისურაძემ. 

მცხეთაში, არაგვის ხიდთან გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. ექსპერიმენტის მონაწილეებმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიის ეპიზოდები გაითამაშეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×