რეზონანსი
19.08.2020

ანკარის ქუჩებში ქორწილების ხანგრღლივობა 2 საათით იზღუდება, ასევე იკრძალება სტუმრებისათვის საკვების მასიური დარიგება.

ქორწილებში, გასვენებებში, ბაზრებსა და მასიური თავშეყრის სხვა ადგილებში იკრძალება 65 წელს გადაცილებული მოხუცებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების დასწრება.

ტაქსის მფლობელებმა მძღოლებსა და მგზავრებს შორის სპეციალური გამყოფი მინები უნდა დაამონტაჟონ.

ინფექციური კონტროლის ცენტრები სპეციალურ ჯგუფებს დააკომპლექტებენ, რომლებსაც ინფიცირებელებისა და კარანტინში მყოფი პაციენტების ყოველდღიური კონტროლი დაევალებათ.

გუშინ თურქეთში კოვიდის 1263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ინფიცირებული, ქვეყანაში სულ გამოვლენილია 250 ათასზე მეტი შემთხვევა და გარდაცვლილია 6 ათასზე მეტი ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×