რეზონანსი
18.08.2020

„სამშობლო და თავისუფლება - ეს არის ის ღირებულებები, რასაც ჩვენმა წინაპრებმა შესწირეს თავისი სიცოცხლე, მოღვაწეობა და ძალისხმევა და დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა - ადამიანის, რომელმაც თავისი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს და თავისუფლებას ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბოლნისში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი წარადგინა.

არჩილ თალაკვაძემ გიორგი ანწუხელიძის გმირობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნულმა გმირმა მომავალ თაობებს სამშობლოს სიყვარულის მაგალითი მისცა.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა ისიც, რომ უნდა შევქმნათ მშვიდობიანი მომავალი, სტაბილური სახელმწიფო და შრომით მივაღწიოთ იმ მიზნებს, რომლებიც ჯერ კიდევ წინაპრებმა დაისახეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×