რეზონანსი
18.08.2020

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის 200-ლარიან დახმარებას ის ჩვილებიც, მიიღებენ ვინც 1 დეკემბრამდე დაიბადება.

„ვინც 2, 3 ან 4 კვირაში ბავშვს ელოდება და რეგისტარციას ვინც მოასწრებს (რეგისტრაცია 1 დეკემბრამდე გრძელდება), მიიღებს 200-ლარიან დახმარებას. რეგისტრაციის გავლა, რომელიც 15 აგვისტოს დაიწყო, ძალიან მარტივია. უნდა შევიდნენ საიტზე daxmareba.moh.gov.ge , სადაც არის პირადი ნომერი და მიყვნენ ინსტრუქციას. იმ შემთხვევაში თუ მშობელს ტყუპი შეეძინება, შესაბამისად 400 ლარს მიიღებს. თუ მშობელს სურვილი არ ექნება და არ დარეგისტრირდება, ავტომატურად ნიშნავს, თანხაზე უარის თქმას“, – განუცხადეს „ფორტუნას“ ჯანდაცვის სამინისტროში.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×