რეზონანსი
18.08.2020

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელისგან ნებართვის მიღების მსურველთა რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობისა და საზღვარზე გადასულთა რაოდენობის შესახებ ანგარიში მოისმინა.

თურქეთის რესპუბლიკაში საზღვრის კვეთის ნებართვის მოსაპოვებლად, განაცხადზე დადებითი პასუხი უკვე 1000 ზე მეტმა პირმა მიიღო. რეგისტრაციის და მოქალაქეებთან უკუკავშირის პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. თურქეთის მიმართულებით საზღვარი უკვე 600-მდე მოქალაქემ გადაკვეთა.

ნებართვის მისაღებად რეგისტრაციის გავლა მოქალაქეებს შეუძლიათ სპეციალურად შექმნილ ამ პორტალზე. განაცხადებს განიხილავს სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი. მიუხედავად განკარგულებით გათვალისწინებული 7-დღიანი ვადისა, ამ ეტაპზე განმცხადებლებს შედეგის შესახებ პასუხი, მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით, არა უგვიანეს 48 საათის განმავლობაში მიეწოდებათ.

რეგისტრაციის პროცესის შესახებ, მოქალაქეებს დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ ეწვიონ ვებგვერდს ან დაუკავშირდნენ კონსულტაციის მისაღებად შემდეგ ნომრებზე: 1505 - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტოიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობის დაცვისა და სოციალურ დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს (0422) 24 78 82 (0422) 24 78 83 - აჭარის დასაქმების სააგენტო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×