რეზონანსი
18.08.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, მსოფლიო ჯერ კიდევ შორს არის კოლექტიური იმუნიტეტისგან, რომელიც კორონავირუსისგან გვიხსნიდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.

„ჯერ კიდევ შორს ვართ კოლექტიური იმუნიტეტის იმ დონისგან, რომელიც კორონავირუსის დასამარცხებლად გვჭირდება. ჯერჯერობით კოლექტიური იმუნიტეტი დაავადებისგან ვერ გვიხსნის. ახლა მსოფლიომ დამატებითი ღონისძიებების ძებნაზე უნდა იზრუნოს, რათა კორონავირუსის გავრცელება შევაჩეროთ“, - განაცხადა რაიანმა.

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 760 ათასს გადააჭარბა და 21 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×