რეზონანსი
18.08.2020

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლომ ექვსი არასრულწლოვნის საქმის არსებით განხილვა დაიწყო. როგორც სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე სასამართლოს დამატებით ახალი მტკიცებულების წარდგენის შუამდგომლობით მიმართავს.

მისივე განმარტებით, დღეს წარსადგენი მტკიცებულებები მოიცავს ვიდეო მასალას, სადაც ბრალდებულების გადაადგილება და დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზებაა ასახული. პროკურორი მიიჩნევს, რომ ამ შუამდგომლობას სასამართლო დაუშვებს, რადგანაც ის დასაბუთებულია.

მისივე განმარტებით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე ექვსივე არასრულწლოვნის მიმართ შესავალ სიტყვას წარადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×