რეზონანსი
18.08.2020

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს.

ჰაერის ტემპერატურა 17 აგვისტოს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 18 აგვისტოდან +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 17-18 აგვისტოს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, 19-20 აგვისტოს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა 17-18 აგვისტოს +26, +28 გრადუსი იქნება, 19-20 აგვისტოს კი +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×