რეზონანსი
18.08.2020

ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ მინიმუმ კოორდინირება შენარჩუნებულია, არ არის წინააღმდეგობა და საერთო კანდიდატები ოპოზიციამ თბილისი ყველა ოლქში დააყენა, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციის ხმების დაცვის დეკლარაციის მიღება საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა და მას 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი.

„ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ მინიმუმ კოორდინირება შენარჩუნებულია, არ არის წინააღმდეგობა და საერთო კანდიდატები ოპოზიციამ თბილისი ყველა ოლქში დააყენა. ეს ნიშნავს, რომ იქნება მართლაც თანამშრომლობა, რათა „ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლოს მაჟორიტარული ოლქების მოგება. ოქრუაშვილი და ჯაფარიძე საერთო კანდიდატია, რაც ნიშნავს, რომ ამ კანდიდატებს ჩვენ მხარს ვუჭერთ. ასევე, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ შესრულდეს ის ღირსეული გადაწყვეტილება, რომელიც უპრეცედენტოა. ეს არის ოპოზიციის ხმების დაცვის დეკლარაცია. პირველად საქართველოს ისტორიაში 30-მა პარტიამ ხელი მოაწერა, რომ ერთმანეთის ხმებს დაიცავენ. არა მხოლოდ საკუთარი პარტიის, არამედ ერთმანეთის“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×