რეზონანსი
18.08.2020

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.

ვასილ მაღლაფერიძემ შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს.

"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო და ნებისმიერ ობიექტურ და თავად მიუკერძოებელ დამკვირვებელს შეუძლია დარწმუნდეს, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მაქსიმალურად მიუკერძოებელი, ჟურნალისტები სარგებლობენ მაქსიმალური თავისუფლებით, და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობით არიან გამსჭვალულები, რათა მაყურებელს არ მიაწოდონ გადაუმოწმებელი და ყალბი ინფორმაცია.

მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ", - აღნიშნულია ვასილ მაღლაფერიძის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×