რეზონანსი
17.08.2020

ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ადვოკატი მირიან ნიკოლაძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნებოდა, თუმცა, როგორც გაირკვა, მან შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

მიზეზად კი, გიორგი შაქარაშვილის საქმე დაასახელა.

„მე მაჟრიტარობაზე ვთქვი უარი, მხოლოდ და მხოლოდ გიორგის საქმის გამო, არ მიღირს, ასჯერ მთხოვეს ჩემმა მეგობრებმა, მეტსაც გეტყვით, ერთი დიდი უბნის მთელი შემადგენლობა მოვიდა და მთხოვეს, მოდი, მირიან დადექი და ამ „ნაციონალებსაც" და ამ „ქოცნებასაც" ამ რაიონში ფეხი არ ჩავადგმევინოთო. არ შემიძლია.

ვერ ვიზამ, რომ ვიღაცას ვათქმევინო, ტელევიზორში ორჯერ გამოჩნდა ეს გაჭირვებული და თავისი საქმე გაიკეთაო.

რაც შეეხება პარტიის სიას, ხომ იცით, თუ ხარ პოლიტსაბჭოს წევრი, ავტომატურად სიაში იქნება. არ ვიცი, სიაში მერამდენე ადგილზე ვარ და ისიც არ ვიცი, პარტია რამდენ ხმას აიღებს.

ახლაც გრძელდება გიორგის საქმის მიმართ ინტერესი და გაგრძელდება ყველა დამნაშავის დასჯამდე და მერეც. ასეა, კი, მე გიორგის ბიძა ვარ და მეამაყება, რომ მისი ბიძა ვარ და არა მკვლელების." - განაცხადა მირაინ ნიკოლაძემ "ალიასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×