რეზონანსი
17.08.2020

ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ - საქმეს პროკურატურა გამოიძიებს

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშივლის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა საქართველოს გენერალური პროკურატურა დატოვეს.

ისინი უწყებაში საქართველოს გენერალურ პროკურატორს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, თამარ ბაჩალაიშვილის დედამ განაცხადა, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებას პროკურატურა განაგრძობს. მისი თქმით, მომდევნო შეხვედრა პროკურატურაში ხუთშაბათს შედგება.

„თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმეს გამოიძიებს პროკურატურა. ორი დღე უნდათ, რომ გაეცნონ გამომძიებლები მასალებს და ხუთშაბათს, რაც კითხვები გვექნება, განვიხილავთ. ექსპერტიზის მერე გადაკვალიფიცირდება. ექსპერტიზის შუალედური დასკვნა სავარაუდოდ ხუთშაბათს იქნება. მე რაც მინდოდა, იმას მივაღწიე", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×