
შსს-ში საკუთარი გადაწყვეტილებით, ბაჩანა ლობჟანიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე მივიდა. ის კომპანია ZAG-ის დირექტორს, ნიკა გეჯაძეს თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ ბულინგში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.
მას ამის ვარაუდის საფუძველს გამოძიებისთვის გეჯაძის მიერ გადაცემული წერილის შინაარსი აძლევს, თუმცა ამ დრომდე, დადასტურებული არ არის, რომ აღნიშნული წერილი მართლაც ბაჩალიაშვილის მიერ არის დაწერილი. ამიტომ, ბაჩანა ლობჟანიძე ნიკა გეჯაძის გამოკითხვას მოითხოვს.
„ის პიროვნება, ვინც არის, თამარს აბულინგებდა. წერილში ასახელებს პიროვნებასო, თავად გეჯაძის ის გოგონა, რომელსაც მასთან ურთიერთობა აქვს. უკვე დაკითხული უნდა ჰყავდეს გამოძიებას ტატანაშვილიცა და გეჯაძეც, თუ მათი ჩხრეკა უკვე იყო." - ამბობს ბაჩანა ლობჟანიძე.
სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი