რეზონანსი
17.08.2020

სკოლის დაწყებამდე ერთი თვე გვაქვს და ჯერჯერობით ნაადრევია მტკიცებითი ფორმით იმაზე ლაპარაკი, სწავლა განახლდება თუ არა, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „TV პირველის" ეთერში განაცხადა.

„იმედია ამ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ. თუ შემთხვევების აღმავლობა მოხდა მაშინ შეიძლება ეს გადაწყვეტილება გადაიხედოს. ძალიან მომეწონა, რომ სკოლებში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულოდ არ დააწესეს, წარმოუდგენელია ბავშვებმა პირბადე სწორად ატარონ, არასწორად გამოყენებული და ბინძური პირბადე კი ბევრად უფრო მაღალი რისკის შემცველია არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ სხვა მიკრობის გავრცელებისთვისაც", - აღნიშნა ინფექციონისტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×