რეზონანსი
17.08.2020

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების პირობა დაასახელა.

„ახალი კონსტიტუცია უნდა მივიღოთ, რაც ასე გსურდათ. კონსტიტუცია რეფერენდუმზე უნდა მივიღოთ, რადგან წინა კონსტიტუცია ამ გზით მივიღეთ და ახალი კონსტიტუციით, თუ გსურთ, ჩავატაროთ საპრეზიდენტო, საკანონმდებლო და ადგილობრივი არჩევნები“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ლუკაშენკოს გადადგომასა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას უკვე მერვე დღეა ითხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×