რეზონანსი
17.08.2020

ევროპული საბჭო ბელარუსის საკითხზე 19 აგვისტოს საგანგებო სხდომას გამართვას. ამის შესახებ განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ტვიტერის“ გვერდზე გააკეთა.

„ბელარუს ხალხს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და თავისუფლად აირჩიოს ლიდერი. ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ მიუღებელია და არ შეიძლება დავუშვათ“, – წერს შარლ მიშელი.

ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები და გაფიცვები არ წყდება. ევროკავშირმა არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსედ გახდა პრეზიდენტი, არ ცნო. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კი, მშვიდობიანი აქციების დარბევის ორგანიზატორების წინააღმდეგ სანქციების დაწესებით დაიმუქრნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×