რეზონანსი
17.08.2020

უშედეგო ძებნის მესამე დღე - "ბაუჰაუსის" გაუჩინარებული თანამშრომლების ადგილსამყოფელის დასადგენად სამუშაოები ისევ გრძელდება. გაფართოვდა არეალი, სადაც მაშველები გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს ეძებენ.

სამძებრო ღონისძიებები იუსტიციის სახლის მიმდებარედ და ახლა უკვე მტკვარშიც მიმდინარეობს. სამაშველო ბრიგადებმა მუშაობა დილიდან დაიწყეს და მასში რამდენიმე ეკიპაჟია ჩართული.  

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. პოლიციის განყოფილებაში გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ახალგაზრდების მშობლების და მეგობრების გამოკითხვა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×