რეზონანსი
17.08.2020

ბელარურის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშნეკოს თქმით, განმეორებითი არჩევნები არ ჩატარდება. ეს განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა ქარხნის გაფიცულ მუშებთან შეხვედრისას გააკეთა.

ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.

„ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები, ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ იქნება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო აჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. კომისიის ცნობით, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,08 პროცენტმა დაუჭირა მხარი, მის მთავარ მეტოქეს სვეტლანა ციხანოვსკაიას კი, 10.09 პროცენტმა მისცა ხმა. სწორედ აღნიშნული შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო ბელარუსში მთავრობის საწინააღმდეგო აქციები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×