რეზონანსი
17.08.2020

უკვე ცნობილია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ბაგა-ბაღების მუშაობაში კორექტირებას შეიტანს. საააღმზრდელო პროცესი სექტემბრიდან განახლდება, თუმცა ჯერ საბოლოოდ ცნობილია არ არის – როგორ.

საბავშო ბაღებში აღსაზრდელებმა შესაძლოა ცვლების მიხედვით, დღე გამოშვებით იარონ. ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავენ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში კი ამბობენ, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რა ფორმით და როგორ განახლდება სააღმზრდელო პროცესი.

მჟამად მუშავდება რეკომენდაციები სკოლებისთვის და საბავშვო ბაღებისთვის, რომელიც უწყებათაშორისმა საბჭომ უნდა დაამტკიცეს.

ჩვენი ინფორმაციით, საბჭო ბაღებში სწავლის დაწყების ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ ცვლების მიხედვით სწავლას განიხილავს, ანუ მაგალითად, ერთი ჯგუფში მყოფი ბავშვების ნაწილი ივლის ერთ დღეს, მეორე ნაწილი მეორე დღეს, თუმცა თბილისის შემთხვევაში შესაძლოა დამატებით სხვა ზომების მიღება გახდეს საჭირო, ვინაიდან ბავშვების გაყოფის და ცვლების დაწესების პირობებშიც კი, სავარაუდო სტანდარტის – 5 კვმ-ზე ერთი ბავშვი – დაცვა გაჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×