რეზონანსი
17.08.2020

შა­ბათ გამ­თე­ნი­ი­სას, "დე­და­ე­ნის ბაღ­ში" მდე­ბა­რე "ბა­უ­ჰა­უს ბა­რის" ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი - გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძე და ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და. მათი კვა­ლი იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან იკარ­გე­ბა. მომ­ხდარ­თზე და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლებ­ზე არ ლა­პა­რა­კო­ბენ არც გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ოჯა­ხე­ბი და არც სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. „ამბები“ ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლის მე­გო­ბარს და­უ­კავ­შირ­და:

"ბაია, ქუ­თა­ის­ში გა­ი­ზარ­და, შემ­დეგ თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და დე­დას­თან ერ­თად და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. ჩემი მე­გო­ბა­რი 28 წლი­საა, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და კარ­გი გო­გოა, სიმ­შვი­დი­სა და სით­ბოს გან­სა­ხი­ე­რე­ბა, ამ­დენ ხანს ახ­ლობ­ლებს არ ანერ­ვი­უ­ლებ­და. რო­გორც ვიცი, მათ შო­რის არა­ნა­ი­რი სიყ­ვა­რუ­ლი და არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან. გამ­თე­ნი­ი­სას ბა­რი­დან ორი­ვე ერ­თად გა­სუ­ლა მაღ­ზი­ა­ში, ვერ­ცხლის ქუ­ჩა­ზე, მაგ­რამ გამ­ყიდ­ვე­ლი არ ადას­ტუ­რებს, რომ ნახა ისი­ნი. 

კა­ნო­ნით, 48 სა­ა­თის მერე იწყე­ბენ ძებ­ნა­სო და იქ­ნებ რო­გორ უჭირთ? იქ­ნებ ვინ­მემ რა­ღაც და­ა­ლე­ვი­ნათ, გა­თი­შუ­ლე­ბი არი­ან და სას­წრა­ფო სჭირ­დე­ბათ? სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ორი­ვემ სა­კუ­თა­რი ჩან­თა და მო­ბი­ლუ­რი ბარ­ში და­ტო­ვა. 

იმ ბიჭ­ზე, გი­ორ­გი­ზე ბევ­რი არა­ფე­რი ვიცი, უბ­რა­ლოდ ის, რომ თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. მა­საც კარ­გად ახა­სი­ა­თე­ბენ, მშვი­დი, წყნა­რი ბი­ჭი­აო - ამ­ბო­ბენ. თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­ტა­ცე­ბას გა­მო­რი­ცხა­ვენ... რა გი­თხრათ, არა­ნა­ი­რი ვერ­სია არ მაქვს. სხვა­ზე და სხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვი­ფიქ­რებ­დი, სად­მე ხომ არ წა­ვიდ­ნენ, და­ლი­ეს, ან მო­წი­ეს და ხომ არა­ფერ­მა აწყი­ნათ და გა­ი­თიშ­ნენ-თქო. ახალ­გაზ­რდებ­ზე სხვა რა უნდა იფიქ­რო?”

წყარო: ამბები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×