რეზონანსი
17.08.2020

მესტიის მუნიციპალიტეტში აღებული 246-ვე ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. შესაბამისად, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. გუშინ ეპიდემიოლოგებმა მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ბიოლოგიური მასალა კიდევ 142 ადამიანს აუღეს. ნიმუშები ლაბორატორიებშია გაგზავნილი და მათი პასუხები დღეს დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

მესტიის მუნიციპალიტეტში ჩაკეტვიდან დღემდე სულ 4000-მდე ადამიანია გამოკვლეული.

ე.წ. ლენჯერის კლასტერში 47 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 33 გამოვლინდა მესტიაში, 14 პირს კი კორონავირუსი მას შემდეგ დაუდგინდა, რაც მუნიციპალიტეტი დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×