რეზონანსი
17.08.2020

21 წლის ბიჭი, რომელიც ახალციხეში ცხოვრობდა და ურეკში დასასვენებლად იმყოფებოდა, ზღვაში დაიხრჩო.

შემთხვევა 15 აგვისტოს მოხდა, თუმცა მის ცხედარს მაშველები 17 აგვისტომდე ეძებდნენ. გარდაცვლილს წუხელ, დაახლოებით 01:00 საათზე მიაკვლიეს.

თვითმხილველების თქმით, ერთ ახალგაზრდას ზღვიდან გამოსვლა გაუჭირდა, მეორე კი წყალში მის დასახმარებლად შევიდა. მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 17 მაშველი, 4 მყვინთავი, 6 მცურავი საშუალება, მათ შორის ერთი ექოლოტი და დრონი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×