რეზონანსი
16.08.2020

თამარ ბაჩალიაშივილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მისი შვილი სიკვდილამდე სერიალ „სასოწარკვეთილ დიასახლისებს“ უყურებდა. თამაზაშვილი ამბობს, რომ სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში გარდაცვლილი ბიჭი ჰყვება თუ როგორ ხედავდა საიქიოდან ამ სამყაროს. გარდაცვლილის დედის თქმით, ამ სერიალის მისი შვილს თავდაცვის ინსტიქტის მიზნით უყურებდა. 

„იმ პერიოდებში თამარი უყურებდა „სასოწარკვეთილ დიასახლისებს“. მეც მაქვს, რაღაც ეპიზოდები ნანახი და მახსოვს ერთ ეპიზოდში ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მკვდარია ჰყვება იმა,ს თუ როგორ ხედავდა ამ სამყაროს. კიდევ კარგად უნდა ვნახო ეს ფილმი. ალბათ ამის ნახვით თავს იცავდა თამარი“, - ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.

ცნობისთვის, 23 წლის კიბერსპეციალისტი თამარ ბაჩალიშვილი გაუჩინარებიდან 5 დღეში გაურკვევლ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×