რეზონანსი
16.08.2020

"სანამ ამ ქალს აღმოაჩნდებოდა კოვიდი, მანამდე რვა დღით ადრე ის სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. სანამ ჩვენთან მუშაობდა, არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა. ჩვენთან ყოველდღე მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, გვაქვს ჟურნალი, რომელშიც ასახულია ჩანაწერები თანამშრომლების ყოველდღიური შემოწმების შესახებ. პრობლემა სხვა რამეა, ეს ქალბატონი იმ შვიდი დღის განმავლობაში ქობულეთში სად დადიოდა, ამის გამომკვლევი არავინ არ არის. ყველა კონტაქტი გამოკვლეული არაა.

 აღშფოთებული ვარ , ასეთი თავგამოდებით რომ მუშაობენ „ჰავანაში” ეპიდემიოლოგები, მიმდებარე კაფეებსა და რესტორნებში, სადაც ყოველდღე დადიოდა ეს ქალბატონი, რატომ ერთი ადამიანიც არ მივიდა შესამოწმებლად? დადიოდა როგორც კლიენტი, მაგრამ აქ ისეთი მომენტია, რომ ამ კაფეებისა და რესტორნების მიმტანებს ყოველდღიური შეხება აქვთ ერთმანეთთან და თუ რომელიმე კაფეს თანამშრომელს დაუდასტურდება ვირუსი, იქვე მდებარე ყველა კაფე უნდა გადამოწმდეს.

ყველა ჟურნალისტისთვის ვცდილობ იმის ახსნას, რომ მარტო „ჰავანას” მიმართ როცა ხდება ეს ამბები, ასეთივე წარმატებით შეიძლება გავრცელებულიყო სხვაგან. ეს ქალი ჩემთან არ მუშაობს ერთი კვირაა. ჩემი თანამშრომლები, რომლებიც ახლა კარანტინში იმყოფებიან, დაგიდასტურებენ, რომ ეს ქალბატონი, სანამ წაიყვანდნენ, მანამდე იმუქრებოდა, რომ შეუქმნიდა პრობლემებს “ჰავანას”. - ამბობს რესტორნის მენეჯერი ნოდარ ხვიბლიანი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×