რეზონანსი
16.08.2020

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახლლაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს იმ ადამიანების საყურადღებოდ აქვეყნებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ბაჩო ახლაია ციხიდან საარჩევნო პროცესებს მართავს.

ნადარეიშვილის მტკიცებით, ბაჩო სამარტოო საკანში ზის და  გარესამყაროსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„უკვე მერამდენედ მომდის ხმები, რომ თითქოს ბაჩო ციხიდან რაღაც საარჩევნო დავალებებს გასცემს.

ეს არის უდიდესი ტყუილი!!!ვიცი ვინც დგას ამის უკან და მქონდა კიდეც მოლოდინი, სხვა შემთხვევაში არ იქნებოდა იქ სადაც არის.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადამიანი 8 წელია ციხეში სამარტოო საკანში ზის და არანაირი კავშირი გარესამყაროსთან არ აქვს“, - წერს ანი ნადარეიშვილი.

ცნობისთვის, სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას 9 წელი მიესაჯა. ის სასჯელს 2012 წლის 7 ნოემბრიდან იხდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×