რეზონანსი
16.08.2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, ისინი შესაბამის უწყებებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებში დასაბრუნებლად, რომლებიც ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.

მინისტრის თქმით, საქართველოს მოქალაქეების დაკავების პირველივე დღიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს აწარმოებს.

“დაკავების მომენტიდან დღემდე, სხვადასხვა არხებით ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ შესაბამის უწყებებთან ერთად, ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს, ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება, რომლებიც ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. დაკავების პირველივე დღიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატი აწარმოებს ორმხრივ შეხვედრებს საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ასევე კონფლიქტის მიმართულებით მომუშავე შესაბამის საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც გაგრძელდება სახელმწიფო მინისტრის უშუალო ჩართულობით. ვიმედოვნებთ, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ მოინახულონ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეები და სრული ინფორმაცია მიაწოდონ ოჯახებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“,- აღნიშნავს მინისტრი.

მინისტრი იმედოვნებს, რომ მოქალაქეები უახლოეს მომავალში დაუბრუნდებიან ოჯახებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×