რეზონანსი
16.08.2020

აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ კორონავირუსზე ტესტირების ახალი მეთოდი დაამტკიცა, რომელიც იელის უნივერსიტეტში შეიმუშავვეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ახალი მეთოდით მუშაობისას პირ-ხახიდან ნაცხის აღება საჭირო არ არის, ორგანიზმში ვირუსის არსებობა კი ნერწყვის ნიმუშით ხერხდება, რომლის შეგროვებაც ნებისმიერ სტერილურ კონტეინერში შეიძლება.

ეს ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული უკვე მეხუთე ტესტია, რომელიც ნერწყვს იყენებს. მეთოდი ადამიანისთვის უფრო კომფორტულია, ამასთან მედმუშაკების დაინფიცირების რისკს ამცირებს, რადგან პაციენტს ნერწყვის ნიმუშის აღება პაციენტს დამოუკიდებლად შეუძლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×