
ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის მიცემა განათლების, განვითარების და თვითრეალიზაციის კუთხით, რადგან სწორედ თქვენზეა დამოკიდებული ქვეყნის წარმატებული მომავალი, - ამის შესახებ განცხადება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში, რეგიონალური ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებთან გააკეთა. მისი თქმით, სწორედ ახალგაზრდების ჩართულობით ხდება სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.
ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის მიცემა განათლების, განვითარების და თვითრეალიზაციის კუთხით, რადგან სწორედ თქვენზეა დამოკიდებული ქვეყნის წარმატებული მომავალი. ამიტომ ხდება სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება თქვენივე ჩართულობით, რადგან თქვენს ხედვას დიდი მნიშვნელობა აქვს. სტრატეგიის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც უზრუნველყოფილია თქვენი განათლება, ღირსეული დასაქმება, დაცულია თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, თანაბრად ხელმისაწვდომია ინფორმაცია, რესურსები და განვითარების შესაძლებლობები, - ასე მიმართა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში, რეგიონული ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს.
მისივე განცხადებით, განათლების კუთხით ძალიან დიდი ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამოქმედება, რომელიც უკვე სექტემბრიდან მიიღებს სტუდენტებს, სადაც ისინი ევროპული დონის განათლებას მიიღებენ, რაც შემდგომში სწორედ მათი ღირსეული დასაქმებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი იქნება.