რეზონანსი
16.08.2020

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლების თქმით, ბოლო პერიოდში მათ საცხოვრებელ სახლთან "შკოდას" მარკის ავტომობილი გადაადგილდება, რომელიც ფოტოებს მეზობლებსაც კი უღებს.

"ორი დღეა, დარბის ჩვენ კორპუსთან "შკოდას" მარკის ავტომანქანა, იღებს სურათებს, უღებენ სურათს მეზობლებს, გუშინ მეც მიღებდნენ სურათს და გადავიღე მეც შორიდან. დადიან გვიანობამდე, გვიყურებენ, 288 არის ნომერი", - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

გარდაცვლილი პროგრამისტის დედის თეონა თამაზაშვილის თქმით, საქმე გვაქვს მაღალი თანამდებობის პირებთან, რომლებიც ყველას ატერორებენ.

"აქ ძალიან მაღალი თანამდებობის პირებთან გაქვს საქმე, რომლებიც ატერორებენ ყველანაირად თეთრიწყაროს მოსახლეობას. ჩვეულებრივი ადამიანი ვერ დააშინებს ხო ყველას", - აღნიშნა თამაზაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×