რეზონანსი
16.08.2020

წითელსოფელში კორონავირუსი დისტრიბუტორს დაუდასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პირის მამა მუნიციპალიტეტის თანამშრომელია, თუმცა მამა-შვილი სხვადასხვა ადგილზე ცხოვრობდნენ და მათ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ერთმანეთთან შეხება არ ჰქონიათ.

როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი განმარტავს, დისტრიბუტორის მამას კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ის ამჟამად კარანტინში იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×