რეზონანსი
16.08.2020

რეალურად, უკვე ღიად თქვეს ის, რასაც ჩვენ ბევრი წელია ვამბობთ, რომ ეს იყო ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესის ხარჯზე აკეთებდა კომპრომისებს ოკუპანტთან, რომელმაც ვერ აიცილა რუსეთის ტრაგიკული მახე, რასაც ჩვენს ქვეყანაში მასშტაბური ოკუპაცია მოჰყვა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას.

დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი.

როგორც თეა წულუკიანი აღნიშნავს, ოკუპაცია არის ომის შედეგი და დღეს, თითქოს ოკუპაციას ებრძვიან, ეს არის ფასადური ბრძოლა მათი მხრიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×