რეზონანსი
16.08.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსით 294 000 ადამიანი დაინფიცირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ამასთან, ექსპერტების ცნობით, ინფიცირების მნიშვნელოვანი ნაწილი სტატისტიკაში ასახული არ არის. ასევე, არსებობს ქვეყნები, სადაც ტესტირებას საერთოდ არ ატარებენ.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 21 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, მსხვერპლთა რიცხვი კი 755 000-ს აჭარბებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×