რეზონანსი
15.08.2020

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უხცადებს, - ამის შესახებ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.

ოჯახი ითხოვს, რომ საქმეზე გამოძიება პროკურატურამ აწარმოოს და გადაწყვეტილების მისაღებად გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს ვადას ორშაბათამდე აძლევს.

„ბატონ შოთაძეს ვუთხარი, რომ შსს-სთან აღარ მინდა ურთიერთობა და მინდა ყველაფერს თქვენთან გავეცნო-მეთქი. მე გუშინ გავაჟღერე, რომ მისი ნდობის ფაქტორი მაქვს. თავიდან შსს-ს იმედიც მქონდა და იმიტომ გავატანე კომპიუტერი. ასე რომ მცოდნოდა, რომ ასე შეეცდებოდნენ საქმის ჩაფარცხვას, ყველაფერის წაშლას, არ გავატანდი. ანალოგიური მოთხოვნა იქნება ბატონი შოთაძის მიმართაც. თუკი ოდნავ მაინც შევატყობ, რომ რაღაც ისე არ არის, მის მიმართაც დამეკარგება ნდობა. მოქმედება უნდა დამანახოს, ამას ველოდები და თუ არ დამანახებს, ისეთებს დავატრიალებ, რომ მტრისას", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა "ფორმულათან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×