რეზონანსი
15.08.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 3-4-ის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის.

როგორც იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ეს ფაქტი გასაკვირი არაა.

„პირველწყარო რომ არ ვიცით, ასეთი სულ არის, მუდმივად არის, მარტიდან მოყოლებული. დღესაც გვაქვს 3-4 შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო არ ვიცით. ეს არც არის გასაკვირი",- განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1321- მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი 3- ით გაიზარდა და 1088 -ს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×