
დღეიდან 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ელექტრონულ პორტალზე daxmareba.moh.gov.ge და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge
0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან 1-ელ დეკემბრამდე შეეძლებათ.
ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:
• ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი
• მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი
• მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი)
• საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.
ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს.