რეზონანსი
14.08.2020

"ნაციონალური მოძრაობის დროს ხუთი ატამი ღირდა სამი ლარი, დღეს 2 ლარი ღირს, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მისი განცხადებით, ქართული ოცნების ხელისუფლებას არაერთი წინსვლა და წარმატება აქვს მიღწეული, რაც სასიხარულოა.

"ქართული ოცნების პირობებში ჩვენ არაერთი წინსვლისა და წარმატებისთვის გვაქვს მიღწეული. თუნდაც, ბაზრების გახსნა. რას ნიშნავს თავისუფალი ბაზრების გახსნა გურჯაანელი გლეხებისთვის - მე წეღან მქონდა საშუალება და გურჯაანელ გლეხს ვესაუბრე, რომელიც აღტაცებული იყო. მან თქვა, რომ თუ რამდენიმე წლის წინ ნაციონალური მოძრაობის დროს ხუთი ატამი ღირდა სამი ლარი, დღეს ღირს 2 ლარი ან 1.80 თეთრი. საუბარია კილოგრამ ატამზე. ეს რა თქმა უნდა დიდი წარმატებაა. ჩვენ გვიხარია, როცა გლეხი არის წარმატებული დასაქმებული და ბედნიერი", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×