რეზონანსი
14.08.2020

ბა­თუმ­ში, ერთ-ერთი სას­ტუმ­როს სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი პირი მე­ო­თხე სარ­თუ­ლი­დან გა­დახ­ტა. იგი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში დი­ლის ოთხ სა­ათ­ზე შე­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. პა­ცი­ენ­ტი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

თვითმხილ­ვე­ლი მომ­ხდარს იხ­სე­ნებს:

"გუ­შინ ღამე გა­მაღ­ვი­ძა ვი­ღა­ცის ყვი­რილ­მა. "ყვე­ლა­ნი და­ვი­ხო­ცე­ბით, ყვე­ლა­ნი მოვ­კვდე­ბით, აქ ვერ გა­დავ­რჩე­ბით", - ასე­თი ხმე­ბი იყო. კი ვი­ცო­დი, რომ კა­რან­ტი­ნის გამო ოთა­ხი არ უნდა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ ვი­ფიქ­რე, რომ რა­ღაც ხდე­ბო­და - ან ხან­ძა­რი იყო, ან რამე სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში.

გა­რეთ რომ გა­მო­ვე­დი, ჰოლ­ში დამ­ხვდა სის­ხლის წვე­თე­ბი. გავ­ყე­ვი კვალს და ვი­პო­ვე ბიჭი, რო­მე­ლიც იყო ერთი სარ­თუ­ლით ზე­ვით, მე­ო­თხე სარ­თულ­ზე და ყვი­რო­და - აქ ვერ გა­დავ­რჩე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მიყ­ვა­ნეთ აქე­და­ნო. მე ვთხო­ვე დამ­შვი­დე­ბუ­ლი­ყო. მან მთხო­ვა და­მე­რე­კა პატ­რუ­ლის­თვის და დავ­ხმა­რე­ბო­დი.

ამა­სო­ბა­ში, სა­ნამ ვამ­შვი­დებ­დი, ხელ­ში ეკა­ვა სა­ვარ­ძე­ლი, უბ­რა­ხუ­ნებ­და კე­დელს, არ მო­მე­კა­რო­თო, იძახ­და. სა­ნამ ვეხ­ვე­წე­ბო­დი, სკა­მი დადე-მეთ­ქი, ამ დროს პატ­რუ­ლი და კი­დევ ერთი კაცი ამო­ვი­და. ეს კა­ციც ამ ბი­ჭთან ერ­თად იყო ნო­მერ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი. ამ ბიჭს ხელი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, გაჭ­რი­ლი. რო­გორც მი­თხრა, ხელი მა­შინ და­ი­ზი­ა­ნა, როცა აკა­ვებ­და თა­ნა­მე­ო­თა­ხეს" - ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი "ბა­თუ­მე­ლებ­თან" სა­უბ­რი­სას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×