
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ყველა ინფორმაცია, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელებიდანაა წაშლილი, აღდგება.
როგორც რამიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველადი პასუხები ამერიკის შეერთებულ შტატებიდან უკვე მიიღეს.
მისი თქმით, გენერალურ პროკურორთან მომდევნო შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება.
„ეს არ იქნება ჩვენი ბოლო შეხვედრა. იგეგმება ხშირი კონტაქტი. იყო საუბარი ავტომობილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით. ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები. ის აპარატურა გვექნება, რაც დაადგენს ავტომობილთან დაკავშირებით ყველა კითხვას",- განაცხადა რამიშვილმა.
ამასთან, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გამოძიება იმ ტემპით მიმდინარეობს, რაც მათ აწყობთ, თუმცა, მისი თქმით, საგამოძიებო უწყების მიმართ ნდობა დამოკიდებულია შედეგზე.