რეზონანსი
14.08.2020

და­უდ­გე­ნელ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მუ­ქა­რის შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ სა­ელ­ჩო­ებს მი­მარ­თავს და ოჯა­ხის წევ­რე­ბის დაც­ვას სთხოვს. რა­მიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "მე­სენ­ჯერ­ში" მუ­ქა­რის შემ­ცველ შე­ტყო­ბი­ნე­ნებს იღებს.

"ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ზღვა­რი აქვს. ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩემს "მე­სენ­ჯერ­ში" უკვე მუ­ქა­რე­ბი წა­მო­ვი­და არა მარ­ტო ჩემს, არა­მედ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ. ამ დღე­ებ­ში ყვე­ლა ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბას, არ ვიცი ეს ტრო­ლე­ბი არი­ან თუ ვინ არი­ან, წარ­ვუდ­გენ სა­ელ­ჩო­ებს, მო­ვი­თხოვ ყვე­ლა ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­სა­მარ­თე­ბი და­ვად­გი­ნო. არ მივ­მარ­თავ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს, რომ მათ და­ად­გი­ნონ, რად­გან მათ, არა­ვის აბ­სო­ლუ­ტუ­ტად, არ ვენ­დო­ბი.

უკვე მო­ვი­თხოვ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ გარ­კვე­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გა­მო­ი­ნა­ხოს სხვა ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ ამ საქ­მეს ჩემი სი­ცო­ცხლის სა­პირ­წო­ნედ გა­ვა­კე­თებ და ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან. მთელ სა­ელ­ჩო­ებს მოვ­თხოვ, რომ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­ცუ­ლი იყ­ვნენ.

მე არ­სად წას­ვლას არ ვა­პი­რებ, არა­ნა­ი­რი თავ­შე­სა­ფა­რი არ მჭირ­დე­ბა... ეს თქვენ დაგ­ჭირ­დე­ბათ გაქ­ცე­ვა მალე. მე მინ­და, რომ და­ცუ­ლი იყ­ვნენ ჩემს სამ­შობ­ლო­ში ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი და ჩემი შვი­ლე­ბი ", - გა­ნა­ცხა­და მან "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×