
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, ამირან გამყრელიძე იმედს გამოთქვამს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში პატარა ეპიდაფეთქება მალე დასრულდება.
“მიუხედავად იმისა, რომ ერთ სოფელში და ერთ თემში კორონავირუსის 32 შემთხვევა გვაქვს, სიტუაცია, სრულად ექვემდებარება კონტროლს. არავითარი პანიკა არ არის. ეპიდემიოლოგებს ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან აქტიურად ეხმარება. ადამიანების გამოყვანა ტესტირებისთვის ორგანიზებულად ხდება. ვფიქრობთ, ამ პატარა ეპიდაფეთქებას დროულად ჩავაქრობთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ხდება ბრიგადების მობილიზება იმისთვის, რომ მათ ვისაც კარანტინი უმთავრდებათ, შესაბამისი ტესტირება ჩაუტარდეთ.