
არჩილ გაგნიძემ სასამართლო სხდომაზე აღნიშა, რომ დაირღვა მისი უფლება, როდესაც მისი ნების საწინააღმდეგოდსაქმეში სხვა ადვოკატი ჩართეს, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა მცხეთის განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, სხდომაზე შუამდგომლობა სახაზინო ადვოკატის აცილებასთან დაკავშირებითაც დააყენეს, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
„შუამდგომლობა ასევე, იყო აცილებასთან დაკავშირებით დაყენებული, რაზეც სასამართლომ გვითხრა, რომ ეს ადვოკატიც ჩვენი ნების საწინაამღდეგოთ დარჩება საქმეში, საქმის არასებითი გამხილვის მთელ პერიოდშიც, რაც სრული აბსურდი და უკანონობაა, ამ ნაწილში ყველანაირი უფლება დაირღვა. მოსამართლემ თქვა, რომ ამ უფლებების დარღვევას გენინსპექციას არ შეაფასებინებს, თუმცა მას ამის უფლება არ ქონდა, რადგან საჩივარზე ის არ არის განმხილველი. როდესაც ადვოკატი მიუთითებს შესაძლო უფლებების დარღვებაზე ის ვალდებულია ასახოს განჩინებაში და უკვე შემდგომშო სხვა ორგანომ შეფასოს იყო თუ არა უფლებების დარღვევა. საქმის წინასამართლო სხდომის განხილვამდე სასამართლომ მოგცა ერთი კვირა, რომ შესაძლო მტკივებულებები მოვიპოვოთ და არცერთი ადვოკატის პოზიცია არ გაითვალისწინა, რომ ეს ვადა არ იყო საკამრისი საქმის მოსამზადებლად“, - აღნიშნა არჩილ მამულაშვილმა.