
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიაში, ახალ კორონავირუსზე აღებული 800 ნიმუშის პასუხებს დღეს ელოდებიან.
მისივე თქმით, დაბა მესტიაში ახალ კოროანვირუსზე ტესტირება გაფართოვდება.
“მთლიანად ქვეყანაში დღეს გვაქვს 5 ახალი შემთხვევა. ანუ, სულ დღეისთვის დადასტურებულია 1283 შემთხვევა. 5 ახალი შემთხვევიდან 2 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს, ორივეს კავშირი აქვს ლენჯერის თემთან, თუმცა, ერთ-ერთი ცხოვრობს მესტიაში.
დაბა მესტიაში და რამდენიმე სოფელში ტესტირება გაფართოვდება. გუშინ წინ აღებული 975 ნიმუშიდან, 2 არის მხოლოდ დადებითი. ერთის მხრივ, ეს პროგნოზულად უფრო კეთილსაიმედოა, თუმცა, არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს.
გუშინ, 800-ზე მეტი ნიმუში აიღეს, ველოდებით პასუხებს. გაფართოებული ტესტირება გრძელდება, ვფიქრობთ, 800-900 ადამიანის გამოკვლევას ყოველ დღე. გვინდა, მთლიანად მუნიციპალიტეტში კვირის ბოლომე 4 ათასი ადამიანი იყოს გამოკვლეული.
მნიშვნელოვანია ის რომ, გუშინ, მესტიის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს სწრაფი PCR ტესტის აპარატი გადაეცა“, - განცხადა ამირან გამყრელიძემ.