რეზონანსი
13.08.2020

"უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე მიახლოებული მონაცემებია, მაგრამ, ჩემი აზრით, გნებავთ - სუბიექტურად ჩამთვალეთ, ეს არ არის ზუსტი მონაცემები", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე "დღის კურიერში", ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დაკვეთით ბრიტანული კომპანიის - Survation-ის მიერ ჩატარებულ, საზოგადოებრივი აზრის კვლევას.

მდინარაძის თქმით, "ქართული ოცნების" რეიტინგი სინამდვილეში 60%-მდეა.

"უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე მიახლოებული მონაცემებია, მაგრამ, ჩემი აზრით, გნებავთ - სუბიექტურად ჩამთვალეთ, ეს არ არის ზუსტი მონაცემები, ვერ დაგიდასტურებთ, რომ მზაობა გვაქვს, რომ გავიზიაროთ ერთი მარტივი მიზეზის გამო - რეალურად, ეს მონაცემები, ყველა ობიექტური მონაცემისგან ცოტა განსხვავებით, "ქართული ოცნებისთვის" ყველაზე პესიმისტურ სცენარში თუ ჩაჯდებოდა, ყველა ოპოზიციური პარტიისთვის - ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში. თუმცა, გასაგებია, იმ კომპანიამ, რომელმაც კვლევა ჩაატარა, მართლაც გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინა, თავი დაიზღვია და ოდნავ გადაიხარა ოპოზიციური პარტიებისკენ, მათ შორის ალოკაციის მეთოდის გამოყენების დროს და ამიტომ შეიძლება, მიიღეს ეს შედეგი, ძალიან რომ მომინდეს ამ შედეგის გამართლება, მაშინ ასე ვიტყოდი. "პატრიოტთა ალიანსის" მონაცემებით 11% გვაქვს, IRI-ს კვლევით - 33%, თქვენი კვლევით - 52%, ხოლო სინამდვილეში გვაქვს 60%-მდე რეიტინგი, ეს არის რეალობა. თუმცა, ამ სიფრთხილესაც შეიძლება, გაგებით მოვეკიდოთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×