რეზონანსი
13.08.2020

კოვიდცენტრებში 7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 17-ის - მძიმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო არის ლენჯერი. ერთის წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო 2 შემოტანილია. მათგან ერთი-ერთი კი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

„დღეისთვის კოვიდცენტრებში 198 პაციენტი მკურნალობს. მათგან შვიდი კვლავ კრიტიკული რჩება, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია და დინამიკაში გაუარესება არ შეინიშნება. ჩვიდმეტი პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა. მათი მდგომარეობაც სტაბილურია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი 83%, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი 1,33%-ია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×