
IRI-ის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 79% კორონავირუსის წინააღმდეგ მთავრობის მუშაობით კმაყოფილია. მათგან, 41% – ძალიან, 38% – ნაწილობრივ. რაც შეეხება უკმაყოფილებას, 13% ამბობს, რომ ნაწილობრივ უკმაყოფილოა.
ასევე, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 58% კმაყოფილია პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამებითაც. მათგან, 21% ძალინ კმაყოფილი, ხოლო 37% – ნაწილობრივ.
გამოკითხული მოსახლეობის 94% თანხმდება, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტურად იმუშავა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა. 91%-ის აზრით, ეფექტურად მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროც, 81% აზრით კი – პრემიერ-მინისტრის აპარატიც.