რეზონანსი
12.08.2020

გიორგი ვაშაძეს ორი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდი. მას დღევანდელ საქართველოში ალტერნატივა არ ჰყავს, - ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა ქუთაისში, „სტრატეგია აღმაშენებელსის" ღონისძიებაზე განაცხადა.

„მეკითხებიან, რატომ გაერთიანდით და რატომ მაინცდამაინც გიორგი ვაშაძე. ალბათ, თავად ვაშაძემ არ იცოდა, რომ ორი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშით უყურებდა ერთი ადამიანი და ეს მე ვიყავი. ამოვარჩიე ის ადამიანი, რომელსაც უკვე გაკეთებული აქვს და არ მეშინია იმის, რომ მე ახლა უნდა ველოდო, როდის რას მოიფიქრებს და გააკეთებს. ძლიერი ეკონომიკა რომ გქონდეს, არ უნდა ყვაოდეს კორუფცია. ამისთვის უნდა იყოს კანონი და სამართალი. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დღევანდელ საქართველოში გიორგი ვაშაძეს, როგორც მოტორიზებულ პროფესიონალსა და ტვინით გატენილს, ალტერნატივა არ ჰყავს", - განაცხადა თაკო ჩარკვიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×