რეზონანსი
12.08.2020

რუსეთის მიერ დამტკიცებული Covid-19-ის ვაქცინის ეფექტურობაში ქართველ ინფექციონისტთა ნაწილს ეჭვი ეპარება. როგორც ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რუსეთის ვაქცინა, დიდი ალბათობით, არაეფექტურია და ვარგისიანად მისი გასაღება დეზინფორმაციის გავრცელების კიდევ ერთი მაგალითია.

„ეჭვი მაქვს, რომ ეს არის რუსეთის მორიგი დეზინფორმაცია. შეიძლება, რუსეთში მართლა რაღაც შექმნეს, მაგრამ ის არ იყოს ბოლომდე გამოცდილი, ადამიანზე დადებითად სულ არ იმოქმედოს და რაღაც საშინელებები მოახდინოს. თუ მართლა რეალურად შეიქმნა ეფექტური ვაქცინა, ჩვენ დიდი იმედებით შევხედავთ მომავალს.

თუმცა ვაქცინის შექმნა ასე მალე არ ხდება. მე ვმუშაობდი მოსკოვში და ზუსტად ვიცი, როგორ იქმნება ვაქცინა. ასე უცბად და ასე გამოუცდელად ვაქცინის შექმნა, იმიტომ რომ პირველები ვიყოთ, არ შეიძლება", - განაცხადა "პრაიმტაიმთან" ინფექციონისტმა.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×